Accentnews.ge
ლექსმანი: "ერთ ოლიგარქს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს"

ლექსმანი: "ერთ ოლიგარქს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს"

14/12/2022 05:39:50 პოლიტიკა

"ერთ ოლიგარქს საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "მთავრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეებზე:

"უნდა ვაღიაროთ, გარკვეული პროგრესი ზოგიერთ სექტორულ რეფორმაში, მაგრამ არ შეიძლება უგულებელვყოთ დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის საერთო მდგომარეობა. პოლიტიკური ლიდერები ღრმად ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებას. მმართველი პარტია განაგრძობს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების უგულებელყოფას. ერთ ოლიგარქს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს. ვხედავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებს, სასამართლო სისტემა არასწორად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლისთვის და პოლიტიკური პროცესები უარესდება. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ველით, რომ ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული პოლიტიკური ბრალდებები უნდა გაუქმდეს და ის უნდა გათავისუფლდეს. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის გავლის საშუალება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, “საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეფორმების კუთხით მოწინავე იყო. ამიტომ, უფრო მეტად სამწუხაროა იმ უარყოფით ტენდენციებზე დაკვირვება, რომლებიც ქვეყნის განვითარებაზე მოქმედებს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S