Accentnews.ge
მაკალისტერი - ხელისუფლებას: "გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა"

მაკალისტერი - ხელისუფლებას: "გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა"

14/12/2022 06:00:41 პოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.

მან დაასახელა 5 საკითხი, რომელიც, მისი აზრით, საქართველომ უნდა გადაჭრას:

"პირველი – პოლიტიკურმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ აქტორებს შორის. მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა. მესამე – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას, გამჭვირვალე მედიამფლობელობას და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას. მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები და ბოლოს, მე, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S