Accentnews.ge
მელია: "ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილი გახდეს უუნარო, მკვლელობის მცდელობა არავის შერჩება"

მელია: "ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილი გახდეს უუნარო, მკვლელობის მცდელობა არავის შერჩება"

14/12/2022 08:01:05 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დროში მაქსიმალურად გაწელოს პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს".

"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დროში მაქსიმალურად გაწელოს პროცესი, რომელიც უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ან მისთვის სიცოცხლის მოსპობას, ეს ხომ ასეთი პროცესი, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი პროცესი, სადაც უნდა გაირჩეს მტყუან-მართალი, არის საკითხი სხვაგვარად დაყენებული, ადამიანი უნდა გადარჩეს, თუ ადამიანი უნდა მოკვდეს. ყოფნა-არ ყოფნის საკითხია და ეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც თითქოს ვერ გვარდება, რა თქმა უნდა, არის წინასწარ განზრახული მიდგომა ხელისუფლების მხრიდან და არაფერი გასაკვირი, როგორც ჩანს არ არის. გუშინ ვიხილეთ უსტიციის მინისტრის უპასუხისმგებლობა განცხადება, ვიხილეთ მათი გუნდის წევრების განცხადებები პარლამენტში, სადაც პირდაპირ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიკვდილს უსურვებენ და არც მალავენ. ადვილად პროგნოზირებადია, რას ფიქრობენ სხვები, "ქართული ოცნების" დეპუტატების რიგებში – იმავეს უსურვებენ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ, ვთქვი ბევრჯერ და გავიმეორებ, ადეკვატური იქნება საზოგადოების რეაქცია ყველა ამ ამორალურ, არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებაში", - ამბობს მელია.

მელია ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს უუნარო და სახელმწიფოს მიადგეს ზიანი. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა მარტივად არავის შერჩება:

"ყველაფერს აქვს საზღვარი, ადამიანის სიცოცხლე არის სერიოზული რისკის ქვეშ. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მინიმუმ მიხეილ სააკაშვილი გახდეს უუნარო, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიაყენოს დიდი, მტკივნეული დარტყმა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა, მარტივად, არავის შერჩება, მაგრამ აქ არ გვაინტერესებს დაისჯება ხვალ ან ზეგ კონკრეტული თანამდებობის პირი ან ბიძინა ივანიშვილი მომავალში, ზუსტად ვიცით, რომ სახელმწიფოს დაწევს უკან მრავალი წლით".

პენიტენციურმა სამსახურმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლებაც არ მისცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S