Accentnews.ge
"ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმის მიხედვით, სააკაშვილს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს"

"ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმის მიხედვით, სააკაშვილს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს"

14/12/2022 09:21:39 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში დარჩენის გადაწყვეტილება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ხელისუფების გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მიიღონ.

მისი თქმით, სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა „მხოლოდ ერთი პირის პრობლემის ფარგლებს და ყველას პრობლემაა“

"იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც, მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა პარლამენტში, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S