კალაძე: "თუ ამაზეა [სააკაშვილზეა] დამოკიდებული, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსი"
14/12/2022 10:15:41 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება ევროპარლამენტარების კრიტიკას და ამბობს, რომ თუ კანდიდატის სტატუსის მიღება ექს–პრეზზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს “არაფრისმომცემი სტატუსი” შეუძლიათ “თავისთვის დაიტოვონ”.
"საოცარი განცხადებები ისმის. საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12– პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად მაშინ რა საჭიროა მისი შესრულება ხო? თუ ეს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს [სააკაშვილის საქმე] ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს კი ყოველთვის გავაკეთებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით.


