Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

14/12/2022 11:14:15 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

ადვოკატმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა:

"დღეს უარი მეთქვა ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო სასამართლო პროცესს. ეს არის ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით ჩართვისთვის მაინც. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს".

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S