Accentnews.ge
დეგნანი: "მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის, რომ სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას"

დეგნანი: "მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის, რომ სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას"

14/12/2022 11:49:06 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ისევე, როგორც სხვა ქვეყნები ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადება ვფიქრობ, მოულოდნელი იყო. აშშ-ში როდესაც მოსამართლე ბრძანებს, რომ გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, ყველა მაქსიმალურს აკეთებს, რათა უზრუნველყონ, რომ სასამართლოს ეს ბრძანება შესრულდეს. განსაკუთრებული გადაუდებლობა არსებობს, რადგან დიდი შეშფოთებაა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ. როგორც აღვნიშნეთ, საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის, რომ ბატონი სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სამედიცინო მომსახურებას. პროცესის დამატებით შეფერხება, ვფიქრობ, მხოლოდ ზრდის კითხვის ნიშნებსა და წუხილს მისი კეთილდღეობის შესახებ”, - აღნიშნა დეგნანმა.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S