Accentnews.ge
სერგეენკო – სააკაშვილის შესახებ: "ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, როგორმე გადაარწმუნონ შიმშილობისგან"

სერგეენკო – სააკაშვილის შესახებ: "ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, როგორმე გადაარწმუნონ შიმშილობისგან"

14/12/2022 13:23:34 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო თხოვნით მიმართავს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლობლებს, "როგორმე გადაარწმუნონ იგი შიმშილობისგან".

მისი თქმით, ამჯერად სააკაშვილის ორგანიზმი ხანგრძლივ შიმშილობას ვერ შეძლებს, რადგან ორგანიზმს ამის რესურსი არ ექნება.

“ამ საკითხის ასე ანგაჟირება არათუ ხელს უწყობს, არამედ აზიანებს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობას. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია კლინიკურ მედიცინაში და იცის, რას ნიშნავს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე, გადავიდა უარყოფით ფაზაში, რაც გამოიხატა შიმშილობის გამოცხადებაში. ეს მოსალოდნელი იყო. ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდა და ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, რომ როგორმე გადაარწმუნონ ამის გაკეთებისგან[…] იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება, რაც პირველ ჯერზე შეძლო ერთმა ორგანიზმა, მეორე ჯერზე რესურსი უფრო ნაკლები იქნება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S