Accentnews.ge
ალიევი: "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება"

ალიევი: "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება"

14/12/2022 15:15:49 პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება".

ამის შესახებ მან ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას ისაუბრა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა სადღეისოდ არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება", – განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით აშენდა. პროექტი მოიცავს ყარსი- ახალქალაქის 98–კილომეტრიან ახალ მაგისტრალს, რომლის 68 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კი – საქართველოს. გარემონტდა ახალქალაქი-თბილისის გზის მონაკვეთიც.

2019 წელს რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს მემორანდუმს „რუსეთის რკინიგზის“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან შესაძლო მიერთების შესახებ. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთს სტრატეგიული პროექტია და ნებისმიერი სხვა მონაწილის ჩართვა სამივე ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S