Accentnews.ge
მთავრობის სტრატკომი: ხვალ საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მთავრობის სტრატკომი: ხვალ საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

14/12/2022 19:33:06 პოლიტიკა

ხვალ, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება" - აცხადებს გიორგობიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S