Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ: "საფუძველი შეიძლება, იყოს კორუფცია"

მამუკა მდინარაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ: "საფუძველი შეიძლება, იყოს კორუფცია"

15/12/2022 11:06:07 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ის ლობისტების მიერ ჩამატებული, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო საქართველოს მიმართ მავნებლობაა".

"საქართველოს ფსევდომოყვარული ადამიანები, თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, მაგრამ საბოტაჟს უწევენ ამ ქვეყანას, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი. გონივრული და საფუძვლიანი ეჭვია, რითაც შეიძლება გამართლდეს მათი მოქმედება, რომ საფუძველი შეიძლება იყოს კორუფცია. სხვა ახსნა ასეთ მავნებლობას არ აქვს. ამას ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს - კორუფცია, მათ შორის პოლიტიკური კორუფცია დაა მხოლოდ ფინანსებზე არაა საუბარი. ამ საკითხის მეორე ნაწილია ის, რომ თავად იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან „ნაცმოძრაობისთვის“ დავალების მიმცემი და ლობისტები, ვერ გაბედეს დათქმის გარეშე შესწორების შეტანა. დათქმა მოკლედ რომ ვთქვათ ისაა - „თუ რუსეთთან კავშირი დადასტურდება“. თავადაც კარგად იციან, რომ ასეთი კავშირი ვერასდროს დადასტურდება. ეს კი არა, იმ ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის] პოლიტიკასთან კავშირი ვერ დასტურდება. დათქმა, რომ თუ რომელიმე ადამიანს რუსეთთან კავშირი დაუდასტურდება, დასანქცირდეს, არანაირ რისკს არ შეიცავს. დათქმა იყო იმიტომ, რომ ვერ გაბედეს ამ დათქმის გარეშე ცვლილების შეტანა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

14 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით. დეპუტატები წუხან, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ევროპულ საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში მოხსენიებულია არა მხოლოდ "ყოფილ პრემიერ-მინისტრად", არამედ "ოლიგარქადაც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S