კობახიძე: "მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც"
15/12/2022 11:58:56 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კლინიკაში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების გავრცელება არ არის ღირსებისშემლახავი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის.
„მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც და სამწუხაროდ, მისი ეს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აისახა საქართველოს მოსახლეობაზე. არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხესა თუ ციხის გარეთ, ან კიდევ, რაც გააკეთა 2008 წელს. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დამსახურება იყო, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანას“, – აცხადებს კობახიძე.


