Accentnews.ge
კობახიძე: "თუ რადიკალური ოპოზიცია დატოვებს მანდატებს, ეს იქნება ძალიან კარგი"

კობახიძე: "თუ რადიკალური ოპოზიცია დატოვებს მანდატებს, ეს იქნება ძალიან კარგი"

15/12/2022 12:12:34 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია მანდატების დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დეპოლარიზაციისთვის კარგი იქნება.

„თუ ენმ, რადიკალური ოპოზიცია დატოვებს მანდატებს, ეს იქნება ძალიან კარგი. ეს შეამცირებს არა მარტო პარლამენტში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის ხარისხს, არამედ მთლიანად აისახება დადებითად ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხზე. პრინციპში, ევროკავშირის მოწოდება იყო დეპოლარიზაცია, ამას ნაცმოძრაობა არ ასრულებდა. ერთადერთი, რითაც შეიძლება ახლა დადებითი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში, ეს იქნება მანდატების დატოვება. ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S