Accentnews.ge
ლიზა იასკო: "ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ"

ლიზა იასკო: "ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ"

15/12/2022 15:50:10 პოლიტიკა

უკრაინის „ვერხოვნა რადის” დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ".

„ეს კადრები ჩემთვის საშიშია. ერთის მხრივ კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, რადგან ჩვენ დავინახეთ ის აბსურდი, რასაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის. ისინი ვინც ეს კადრები გამოაქვეყნა, ელოდებოდა სრულიად სხვა რეაქციის, თუმცა ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. „ფეიკები", რომ ის კარგადაა, საზოგადოებაში არ მუშაობს.ცუდია რომ საქართველოში ეს ხდება, არც ერთმა ადამიანმა ეს არ უნდა გაიაროს, რასაც მიშა გადის. ადამიანის ღირსება უნდა იყოს დაცული. და რაც ხდება საქართველოში, ეს არის შორს იმ ფასეულობებისგან, რისთვისაც ჩვენ ახლა ვიბრძვით უკრაინაში. გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ, არის საშინელება. ეს არის ვიღაცის ორგანიზებული, რომ სააკაშვილის მტრები გაართოს. მინდა გითხრათ, რომ თვით რუსეთშიც კი ხშირად უშვებენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებს ციხიდან. არ ვიცი რატომ ხდება საქართველოში დღეს სხვაგვარად", - განაცხადა ლიზა იასკომ [„TV პირველის" თარგმანი].

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S