ბექა ოდიშარია: "მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის შიმშილობა არის სააკაშვილის ბიძის დირექტივა"
15/12/2022 16:40:02 პოლიტიკა
"მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის შიმშილობა არის სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივა ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც ალბათ მათი მხრიდან მანდატების დატოვებასთან იყო დაკავშირებული", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სჯობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცენტები გადაიტანონ იმ პროცესებზე, რაც პარტიაში მიმდინარეობს.
„როგორც ჩანს, ოპოზიციონერი კოლეგები აპირებდნენ შიმშილობის აქციის წამოწყებას. გვახსოვს, წინა შემთხვევაში ეს აქცია ხანმოკლე იყო, დაახლოებით იგივე მოთხოვნით. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის შიმშილობა არის სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივა ან მისი მკაცრი დირექტივის კომპესირება, რომელიც ალბათ მათი მხრიდან მანდატების დატოვებასთან იყო დაკავშირებული. დღეს მათ პარტიაში უმძიმესი მდგომარეობაა. 29 იანვრამდე ხომ უნდა მიიტანონ სული და შეინახონ ძალები. მით უმეტეს მოშიმშილეებს შორისაც სხვადასხვა კანდიდატის მხარდამჭერები არიან. სჯობს, აქცენტები გადაიტანონ პროცესებზე, რაც პარტიაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
15 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატებმა დავით კირკიტაძემ, ანი წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.


