Accentnews.ge
პრეზიდენტი: „შეიძლება, იფიქრონ, რა პოეზია, გახლეჩილია ეს ქვეყანა, სწორედ ახლაა პოეზიის დრო“

პრეზიდენტი: „შეიძლება, იფიქრონ, რა პოეზია, გახლეჩილია ეს ქვეყანა, სწორედ ახლაა პოეზიის დრო“

15/12/2022 17:43:21 პოლიტიკა

დღეს ორბელიანების სასახლეში პოეტი ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში მიმდინარე თემებზე განცხადება არ გაუკეთებია.

„შეიძლება, ვიღაცამ დღეს იფიქროს და აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ, რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემები არის, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა. სწორედ ახლა არის პოეზიის დრო. მე არ ვიცი, სხვა რამ შეიძლება, მოგცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S