Accentnews.ge
მელია: "სააკაშვილის ბედი დაკავშირებულია ქვეყნის მომავალთან, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას"

მელია: "სააკაშვილის ბედი დაკავშირებულია ქვეყნის მომავალთან, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას"

15/12/2022 18:39:01 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ბედი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული.

„ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც სახელმწიფოს მომავლისთვის. უნდოდა მავანს, არ უნდოდა, რა დღეშიც მიხეილ სააკაშვილი ჩააგდეს, ეს რიტორიკული კითხვაა – უნდოდა თუ არ უნდოდა, მე ვფიქრობ რომ უნდოდა და რა თქმა უნდა, განზრახ ეს ნაბიჯები იდგმებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში", – განაცხადა მელიამ, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს "ბრძოლაში" მას არ დაუკონკრეტებია.

15 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატებმა დავით კირკიტაძემ, ანი წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის ამსახველი კადრები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S