Accentnews.ge
პარლამენტი პრეზიდენტს საშემოდგომო რიგგარეშე სესიების მოწვევის თხოვნით მიმართავს

პარლამენტი პრეზიდენტს საშემოდგომო რიგგარეშე სესიების მოწვევის თხოვნით მიმართავს

16/12/2022 09:08:11 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბვილს რიგგარეშე საშემოდგომო სესიების დანიშვნის თხოვნით მიმართავს.

პაპუაშვილის თქმით, რიგგარეშე სესიის ფარგლებში სხდომები მომავალი კვირის ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება.

„პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი“ მოითხოვა თავისუფალი ტრიბუნა და ნახევარი საათი იქნება ჯგუფის თავისუფალი ტრიბუნა. შემდეგ, სავარაუდოდ პირველ საათზე დავიწყებთ იუსტიციის მინისტრის საათს, სადაც იქნება გამოსვლა, შემდეგ კითხვები, ერთსაათიანი შესვენების შემდეგ კი პასუხები და შესაბამისად, გამოსვლები. დღეს დავხურავთ საშემოდგომო სესიას, მაგრამ იცით, უკვე დაანონსებულია, ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია და დაგეგმილია, რომ მომავალი კვირის ხუთშაბათს და პარასკევს გვქონდეს რიგგარეშე სესიის ფარგლებში სხდომები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S