Accentnews.ge
მუმლაძე მაკრონს მიმართავს, გამოიყენოს გავლენა ივანიშვილსა და ზურაბიშვილზე

მუმლაძე მაკრონს მიმართავს, გამოიყენოს გავლენა ივანიშვილსა და ზურაბიშვილზე

16/12/2022 09:19:59 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართავენ, გამოიყენოს დიპლომატიური ბერკეტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ამ მოთხოვნით ისინი თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ბერკეტი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საფრანგეთის მოქალაქეზე, ასევე სალომე ზურაბიშვილზე, როგორც ნაწილობრივ ფრანგზე, მოახდინოს პოზიტიური ზეგავლენა სააკაშვილის გათავისუფლების საქმეზე.

მისივე განმარტებით, ანალოგიური მოთხოვნით მაკრონს რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმაც მიმართა, თუმცა საჯაროდ რეაგირების შესახებ ჯერ არაფერი სმენია. ამ ნაბიჯს აქციის მონაწილეები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რადგან მათი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S