Accentnews.ge
„საღოლ“, „მაგრად შეგვაშინეთ“, „ორიანს ვერ ცდები“: სხდომათა დარბაზში ხმაური იყო

„საღოლ“, „მაგრად შეგვაშინეთ“, „ორიანს ვერ ცდები“: სხდომათა დარბაზში ხმაური იყო

16/12/2022 09:41:30 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ, ხმაური იყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ხელში ბანერები დაიკავეს, რომელზეც ასახული იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები წარწერით, „ნუ კლავთ!“.

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ნორმალურ სახელმწიფოში იუსტიციის მინისტრი პროკურორის კითხვებს უნდა პასუხობდეს ამ საქმის ირგვლივ, რადგან მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა:

„მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ის ახლა უნდა პასუხობდეს პროკურორის და გამოძიების კითხვებს, არათუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას რეალურად „ნაცარს აყრიდეს“. მას ჰყოფნის თავხედობა აქ მოვიდეს. თქვენც, ჩემო კოლეგებო, დადგებით და მოუსმენთ ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე! ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა. ეს ადამიანი არ უნდა იყოს აქ, პროკურატურაში უნდა იყოს და იქ პასუხობდეს კითხვებს, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას მასთან აქვს. ამიტომ, დაფიქრდით თითოეული თქვენგანი. ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „ სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“.

დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ".

„საღოლ“, „მაგრად შეგვაშინეთ, სასწაულად“, „ორიანს ვერ ცდები“ – ამგვარი რეაქცია ჰონდა იუსტიციის მინისტრს პროტესტზე.

მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ენმ–ის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ენმ–ის წევრები "ნათლად აჩვენებენ თავიანთ დაუნდობელ სახე და ისინი არავის დაინფობენ, თუ უკანონოდ მოიპოვებენ ხელისუფლებას, მაგრამ ამას, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ დაუშვებს“.

სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა ბრეგაძეს „მწამებელი“ უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S