Accentnews.ge
დეპუტატი კახაძე სააკაშვილის მნახველების ფრჩხილების და თმების შემოწმების წინადადებით გამოდის

დეპუტატი კახაძე სააკაშვილის მნახველების ფრჩხილების და თმების შემოწმების წინადადებით გამოდის

16/12/2022 12:27:37 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები შემოწმდეს. წინადადება დეპუტატმა სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის კონტესტში ახსენა.

"რაც შეეხება მოწამვლას, ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენც არ ვიცოდით ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს [სააკაშვილს]. მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, გაუკუღმართების მცდელობა იყოს“, - განაცხადა კახაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S