Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი ომბუდსმენს დაცვას სთხოვს

იუსტიციის მინისტრი ომბუდსმენს დაცვას სთხოვს

16/12/2022 17:27:54 პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს, გამოეხმაუროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებას შვილებთან დაკავშირებით.

მისი ხედვით, აღნიშნული განცხადება აჩვენებს ოპოზიციის წარმომადგენლების „ამორალურ და დაუნდობელ“ დამოკიდებულებას, მათ შორის ბავშვების მიმართ.

„ბავშვების საკითხს რაც შეეხება, არ მივცემ თავს უფლებას მათი ამორალური სიტყვები გავიმეორო. ეს განაცხადი აჩვენებს მათ ამორალურ და დაუნდობელ დამოკიდებულებას, მათ შორის ბავშვების მიმართ. აქვე მინდა, ვთხოვო სახალხო დამცველსა და ყველა შესაბამის ორგანიზაციას, გამოეხმაურონ ამ მავნებლურ განცხადებებს სათანადო ფორმით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იუსტიციის მინისტრს პლენარულ სხდომათა ბანერებით დახვდნენ, რომელზეც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო დატანილი წარწერით, "ნუ კლავთ". დარბაზის დატოვებამდე დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძესთან მიახლოება სცადა, მაგრამ მანდატურებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს, შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა, მაგრამ მანამდე ბრეგაძეს უთხრა, რომ მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S