Accentnews.ge
სააკაშვილი: "ყოველ ჯერზე საკვების შემოტანაზე დედას ამცირებენ, მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ"

სააკაშვილი: "ყოველ ჯერზე საკვების შემოტანაზე დედას ამცირებენ, მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ"

17/12/2022 11:07:10 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დედამისს გიული ალასანიას საკვების შეტანისას ყოველ ჯერზე ამცირებენ და საათობით ალოდინებენ. ექს–პრეზიდენტის წერილს „მთავარი არხი“ აქვეყნებს.

„ყოველ ჯერზე საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა დედას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ. მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმხორციელებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ?! გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამლეთ და ყველა სხვა დანაშაულს ჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნად, კმაყოფილები რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისის და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S