პრეზიდენტი: "ზოგიერთი ადამიანი აქ შეიძლება, ფიქრობდეს, რომ ამას სჭირდება დამატებითი ანალიზი, მაგრამ ოკუპაცია მთავარ გამოწვევად რჩება"
17/12/2022 15:39:45 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული ელჩების წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას უკრაინაში ომის გარდა, რომელიც გვაჩვენებს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს, რომ თავს მოახვიოს თავისი ნება-სურვილი თავს მეზობლებს, ეს გახლავთ პირდაპირ კავშირში რუსეთთან. ზოგიერთი ადამიანი აქ შეიძლება, ფიქრობდეს, რომ ამას სჭირდება დამატებითი ანალიზი, ზოგიერთი ჯგუფი შეიძლება, ფიქრობდეს, რომ უფრო უსაფრთხო შეიძლება, იყოს, რომ კრიტიკა იყოს მიმართული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და არა ოკუპანტის მიმართ, მაგრამ ოკიპაცია რჩება მთავარ გამოწვევად. რუსეთის ძალების მიერ საქართველოს ოკუპაცია. ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს", განაცხადა პრეზიდენტმა [სინქრონული თარგმანი].


