პრეზიდენტი – სააკაშვილის შესახებ: "დაველოდოთ სასამართლოს, რომელიც მინდა, დარწმუნებული ვიყო, საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს"
17/12/2022 15:49:40 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის შიდა სტაბილურობისა და რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული ელჩების წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისათვის და მისი რეპუტაციისათვის, მისი შიდასტაბილურობისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც მინდა, ვიყო დარწმუნებული, მისცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, მართვაზე ქვეყნის, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე",– განაცხადა ზურაბიშვილმა [სინქრონული თარგმანი].


