ზურაბიშვილი: "უკრაინელმა ხალხმა და ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი"
17/12/2022 15:56:38 პოლიტიკა
"უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსულ პროპაგანდა და სტრატეგია, ასევე დაამარცხეს რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ რისი დანახვაც მას არ სურდა",, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.
„ეს წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევებით სავსე წელი, მაგრამ იმედიანი წელი. ეს იყო უკრაინის წელი, უკრაინის, რომელმაც გაიარა აგრესიის ქარცეცხლში. უკრაინამ 10 თვის განმავლობაში გაუძლო ამას. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა რას ნიშნავს იყო გამძლე და იყო გაერთიანებული ამ პროცესში. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსული პროპაგანდა და სტრატეგია, ასევე დაამარცხა რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ რისი დანახვაც მსოფლიოს არ სურდა - წინა აგრესიები - 1992, 2008, 2014. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა [სინქრონული თარგმანი].


