პრეზიდენტი – რუსეთიდან მასიური მიგრაციის შესახებ: "სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური, რათა თავიდან ავირიდოთ მომავალში არასასურველი ყურადღება"
17/12/2022 16:00:07 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთიდან მასიური მიგრაცია ქვეყნისთვის ერთ–ერთ გამოწვევად დაასახელა. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული ელჩების წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"კიდევ ერთი გამოწვევა გახლავთ რუსეთიდან მასიური მიგრაცია, რომელიც ასევე გარკვეულწილად გახლავთ შესაძლებლობა, რადგან ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა. თუმცა სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური და ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, თუ რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც არიან წარმოშობით ქართველები, მაგრამ ამავდროულად უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მომავალში არასასურველი ყურადღება", – განაცხადა პრეზიდენტმა [სინქრონული თარგმანი].


