Accentnews.ge
დეკანოიძე: "უნდა დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა მისი უფლებების დამრღვევი ყველა პირი"

დეკანოიძე: "უნდა დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა მისი უფლებების დამრღვევი ყველა პირი"

19/12/2022 09:50:53 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაგნიტსკისა და კარამურზას სიის მსგავს სიაზე მუშაობს. ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სიაში შეყვანილი იქნება ყველა ის პირი, ვინც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაარღვევია.

"მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამრღვევი ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები, მათ შორის კადრების გასაჯაროებაში, რომელიც იყო პირდაპირი ნიშნული, როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩემი აზრით, პარლამენტში ბრძოლა (ვგულისხმობ ბერკეტების გამოყენებას) არის მნიშვნელოვანი და ამას ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი, რადგან პროტესტს თავისი ადგილი აქვს და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას თავისი ადგილი და ეს ყველას ესმის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით,პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

„პოლიტიკურად რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პლატფორმის მიმართ, პრეზიდენტს აქვს როლი, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ იყოს საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაც და სასამართლოც პრეზიდენტის არა თუ ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, არამედ მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციას არ შექმნის საფრთხე. მე ვგულისხმობ მისი ბერკეტების გამოყენებას, რაც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილზე ჰუმანიტარული და ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, პოლიტიკური მისიის შესრულებას და ასევე, ნიკა გვარამიასთან მიმართებაში შეწყალებას. მას უნდა ესმოდეს კარგად, რას ნიშნავს საქართველოს ევროინტეგრაცია და რა საფრთხე შეიძლება დაუდგეს ამ უმძიმეს პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა დეკანოიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S