Accentnews.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე მასზე თავდასხმას "დაგეგმილ პროვოკაციად" აფასებს

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე მასზე თავდასხმას "დაგეგმილ პროვოკაციად" აფასებს

19/12/2022 11:30:35 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, რომელსაც თავს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს დაესხნენ, მომხდარს "დაგეგმილ პროვოკაციად" აფასებს.

"ის, რომ მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამითაა დაკავებული, ფაქტია. ინტერვიუს ვაძლევდი, ვსაუბრობდი მათ შორის ჩვენს შიდაპარტიულ არჩევნებზე და ასე მოგვივარდა ადამიანი, რომელმაც ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და კვერცხების სროლით სცადა ინტერვიუს ჩაშლა და შეურაცხყოფის მოყენება. ლაჩრულად, შორიდან კვერცხების სროლით სცადა, რომ რაღაც დაედგა. ბათუმში ასეთი ადამიანების პოვნა უჭირდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ერთი აღმოაჩინეს. იპოვეს ადამიანი, რომელიც ზრდილობის ყველა ზღვარს გადავიდოდა და ამ ტიპის საქციელს ჩაიდენდა. მე მგონია, რომ ძალიან ცუდად მოიქცა. ლაჩრები იქცევიან ასე", - ამბობს კირთაძე.

ცოტა ხნის წინ მიაყენა მოქალაქემ გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, შემდეგ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია, კაცის სახე დააფიქსირა "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა.

"რაფერ რა მინდა?!.. მერე რა, რომ პირდაპირ ეთერში ხარ. შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ. მოღალატე ხარ ქვეყნის... ქვეყნის მოქალაქე ვარ", - ამბობდა კაცი, რომელმაც პოლიტიკოს კვერცხები ესროლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S