Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე გიორგი კირთაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა

მამუკა მდინარაძე გიორგი კირთაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა

19/12/2022 17:14:18 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. ის ოპოზიციას რადიკალური ნარატივისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აგრესიული რიტორიკა ძალადობას შობს.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველა ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, დასაგმობი და დაუშვებელია.

„თუ თვითონ ამბობენ, რომ ეს რადიკალური ნარატივი შობს აგრესიას, თავი შეიკავონ, ნუ დაიწყებენ. რას გვთავაზობენ - მოდი, მე შენ აგრესიული რიტორიკით გაგლანძღავ, დაგაბრალებ, „დავაფეიკებ“ ამბავს და შენ პასუხიც კი არ გამცე, ხომ ხედავ რა საშინელებები ხდება?! -ამას გვთავაზობენ?! ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ყველა მათ ამ აგრესიულ, „ფეიკ“ რიტორიკას. იძულებულები ვართ, პასუხი გავცეთ და არაფერ შუაშია ჩვენი შემხვედრი რეაქცია. მართალია ის ამბავი, რომ აგრესიული რიტორიკა შობს აგრესიას. ყველა ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, არის დასაგმობი, დაუშვებელი. როდესაც ჩვენი ოპონენტები აქაც „აფეიკებენ“ თავის ნარატივს და ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს აგრესიული რიტორიკის ფარგლებში, კარგად მოიკითხეთ, ვინ იწყებს აგრესიული რიტორიკით საუბარს, თან ტყუილებზე დაყრდნობით. დავეთანხმები, კი ბატონო, აგრესიული რიტორიკა შობს ძალადობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მოქალაქემ გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, შემდეგ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია, კაცის სახე დააფიქსირა "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა.

"რაფერ რა მინდა?!.. მერე რა, რომ პირდაპირ ეთერში ხარ. შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ. მოღალატე ხარ ქვეყნის... ქვეყნის მოქალაქე ვარ", - ამბობდა კაცი, რომელმაც პოლიტიკოს კვერცხები ესროლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S