სამნიძე: “ქართულმა ოცნებამ” ყველა შეთანხმება დაარღვია"
20/12/2022 08:18:23 პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია ხმას კვლავ სახალხო დამცველობის ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა შეთანხმება დაარღვია. კერძოდ, აცხადებდა, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი არ ეყოლებოდა, თუმცა რეალურად 5 კანდიდატი ჰყავს.
“ქართულმა ოცნებამ” ყველა შეთანხმება დაარღვია, მათთვის მიუღებელია ჩვენი წარდგენილი კანდიდატები. არ გამოვრიცხავ და მგონია, მაინც გაგრძელდება კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ კვლავ ოპოზიციის წარდგენილ ომბუდსმენობის კანდიდატებს დავუჭერთ მხარს.
„ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია, კანდიდატი ჩვენ არ გვეყოლებაო და 5 წარმოგვიდგინეს. კომპრომისი და ჩვენი 2 კანდიდატი გამორიცხეს. ოპოზიციამ პირობების მიხედვით ერთი კი არა სამი კანდიდატი შევთავაზეთ, ანუ კომპრომისის და არჩევანის სივრცე შევქმენით. არ გამოვრიცხავ და მგონია, მაინც გაგრძელდება კონსულტაციები. პროცესი არ უნდა ჩავარდეს. ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა - პირობებს ვინც არ იცავს, ეს ხომ უკვე ჩანს”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.


