Accentnews.ge
კირთაძე: "თავდასხმა ორგანიზებული იყო"

კირთაძე: "თავდასხმა ორგანიზებული იყო"

20/12/2022 13:57:49 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე დარწმუნებულია, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა ორგანიზებული იყო. ის ამაში ხელისუფლების კვალს ხედავს და ორგანიზატორების დასჯას მოითხოვს.

"არანაირი შეხება მასთან არ მქონია. ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა. როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ბიჭზე აპირებენ ჯოხის გადატეხას, რაც არაა სწორი. თუ სწორად გვინდა საქმის გამოძიება, რა თქმა უნდა, ორგანიზატიორები უნდა დაისაჯონ", - თქვა მან ჟურნალისტებთან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

კირთაძეზე თავდასხმისთვის 1988 წელს დაბადებული იოსებ სირაბიძე დააკავეს. ის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში მაშინ მიიყვანეს, როცა კირთაძე ამავე სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიდა. შენობასთან ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

"გამოკითხვაზე შესვლის დროს მითხრეს, რომ ეს პირი იდენტიფიცირებულია, გამოსვლის დროს კი შევიტყვე, რომ დააკავეს... ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელწერაა სუსის მეშვეობით. როგორ ფიქრობთ, ზემდგომების დავალებას ქვემდგომები გამოიძიებენ? დარწმუნებული ვარ, "ალტ-ინფოს" უკანაც სუსი დგას... არ მჯერა, რომ ადამიანები ქუჩაში ჯიბეში კვერცხებჩაწყობილი დადინ", - თქვა გიორგი კირთაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს 19 დეკემბერს ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, მისთვის უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "სისხლის სამართლის კოდექსის" 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

როგორც უკვე აღინიშნა, 20 დეკემბერს 1988 წელს დაბადებული იოსებ სირაბიძე დააკავა. არსებული ცნობებით, ის პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ("ალტ-ინფოს") მხარდამჭერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S