Accentnews.ge
კობახიძე: "ზელენსკის განცხადებამ დაადასტურა ყველაფერი, რასაც ვამბობდით აქამდე"

კობახიძე: "ზელენსკის განცხადებამ დაადასტურა ყველაფერი, რასაც ვამბობდით აქამდე"

20/12/2022 14:40:44 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, ამიტომაც გრძნობენ პასუხისმგებლობას". ამის შესახებ მან „იმედის" ეთერში განაცხადა.

"ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, გადაიყვანოს საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S