Accentnews.ge
მარგველაშვილი: "სააკაშვილის ვიდეო პუტინისთვის იდეოლოგიური საჩუქარია"

მარგველაშვილი: "სააკაშვილის ვიდეო პუტინისთვის იდეოლოგიური საჩუქარია"

20/12/2022 16:22:14 პოლიტიკა

"მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს", – განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი კადრების გავრცელება და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, პუტინისთვის საჩუქარია.

"მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს ჩემი აზრით, კარგ კანონპროექტებს მათ შორის, არ უნდა აკეთებდე ამას იმ ხალხთან, რომელიც აწამებს მეორე ადამიანს, შემდეგ უღებს ვიდეოს და უგზავნის რუსეთს, რომ შემდეგ იმათ გაიხარონ, რომ პუტინის სიტყვა ბოლოს მაინც გადის. მანდ მთავარი მხოლოდ იდეოლოგიური ხაზია. დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაშია რუსეთი და სრულიად ნელ-ნელა ინგრევა, მათი პროპაგანდისტული მანქანა, მაგრამ ნახეთ ეს რა არის, როდესაც, მიხეილ სააკაშვილის [ვიდეოს] გაუგზავნი, რომ თქვა პუტინმა, რომ მე მაგას დავსჯი და ნახეთ, მაინც დაასჯევინა და იცინეთ დასჯილ პუტინის მტერზე...ეს ძალიან სერიოზული იდეოლოგიური საჩუქარია უკვე მეორედ პუტინისთვის, რომელსაც იდეოლოგიურად უკვე ძალიან უჭირს", - ამბობს მარგველაშვილი.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S