Accentnews.ge
წულუკიანი – სააკაშვილზე: "ბატონო ზელენსკი, ასეთი ადამიანის ადგილი საპატიმროშია"

წულუკიანი – სააკაშვილზე: "ბატონო ზელენსკი, ასეთი ადამიანის ადგილი საპატიმროშია"

20/12/2022 19:31:55 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე–პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი უკარინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება.

იგი ამბობს, რომ პირვველ რიგში უკრაინის პრეზიდენტსა და მის გუნდს უსურვებს გამარჯვებას ამ საზარელ ომში.

„წარმატება იმ საზარელ ომში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შედეგად. უნდა შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და საბედნიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობისას ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და წამება ციხეში, ციხის გარეთ ასევე ჩაგვრა საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში.ამას მოწმობს სტრასბურგის გადაწყვეტილებები და რეალურად ის ციფრები, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილის მმართველობის დროს დანაშაულების ჩადენის უტყუარობას. ასეთი ადამიანის ადგილი გახლავთ საპატიმროში, ბატონო ზელენსკი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, საქართველოში სააკაშვილის გათავისუფლებას წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო და არა მთავრობა, ხოლო მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავს შესაბამისი უწყება – იუსტიციის სამინისტრო.

19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, გადაიყვანოს საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S