Accentnews.ge
კიევში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის თემით სპეკულირებს

კიევში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის თემით სპეკულირებს

21/12/2022 07:47:33 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში "ინსინუაცია" უწოდეს პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის განცხადებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, "რა ინსინუაციებს აღარ გაავრცელებენ ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები, იმისთვის, რომ მოიხსნან პასუხისმგებლობა საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე".

ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ "უკრაინა არასდროს ჩარეულა და არ გეგმავს ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში, თუმცა, ღრმად იმედგაცრუებული არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სპეკულირებს უკრაინაში ომის თემით".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ისევ მოუწოდებენ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაუშვას უკრაინის ომბუდსმენი, უზრუნველყონ სათანადო სამედიცინო დახმარება და დააკმაყოფილონ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა, შემდგომი მკურნალობის მიზნით მის გადასაყვანად რომელიმე უკრაინულ, დასავლეთევროპულ, ან ამერიკულ კლინიკაში.

19 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, აბუჩად აგდებაა, საქართველოს არ შეეფერება და უნდა შეწყდეს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ის უნდა გადაიყვანონ უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში.

"ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა 20 დეკემბერს ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S