Accentnews.ge
ლვოვის მერი: "ის, რასაც ახლა სააკაშვილს უკეთებენ, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის"

ლვოვის მერი: "ის, რასაც ახლა სააკაშვილს უკეთებენ, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის"

21/12/2022 12:13:51 პოლიტიკა

'საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში", - ამის შესახებ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე წელიწადზე მეტია ციხეშია. მისი ციხეში ყოფნის პირობების შესახებ დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან, რომლებიც ასახავს მის მდგომარეობას. ყველაფერი ძალიან ცუდადაა. როცა სააკაშვილზე ვფიქრობ, კახა ბენდუქიძეც მახსენდება, რომელიც "ქართული სასწაულის" განუყოფელი ნაწილი იყო. ამ გუნდმა ერთად გააკეთა ის, რაც ყოველთვის გვაკლდა უკრაინაში. ისინი კონკრეტულ გეგმას მისდევდნენ, მათ ძალიან უყვარდათ თავისი ქვეყანა, ყველაფერი შეცვალეს და რეფორმები გაატარეს. დღეს ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ომი მოსკოვის რეჟიმთან. მაგრამ მეგობრებს გასაჭირში ვერ დატოვებთ. ის, რასაც ახლა უკეთებენ სააკაშვილს, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. უღირსი საქციელია ციხეში ამყოფო ის, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, ვინც დღეს იხსენებს და საუბრობს მიხეილზე. ის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვივიწყებს, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ის დავივიწყოთ. მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით! დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო!“,- წერს ლვოვის მერი სოიალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S