Accentnews.ge
როლების და ანონიმური FB ანგარიშების მობილიზება პატიმარ სააკაშვილის წინააღმდეგ

როლების და ანონიმური FB ანგარიშების მობილიზება პატიმარ სააკაშვილის წინააღმდეგ

21/12/2022 12:28:17 პოლიტიკა

2022 წლის 14 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფეისბუკ-გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მდგომარეობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, კადრები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გასაჯაროვდა და ისინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის სხვადასხვა პერიოდის მდგომარეობას ასახავს. ასევე უწყების მიერ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანიც მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანაა.

პარალელურად, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის კამპანია გამოიკვეთა, რომელშიც ყალბი ანგარიშები და ანტიოპოზიციური, ანონიმური ფეისბუკ-გვერდები ჩაერთნენ. ყალბი ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი თაღლითობს და მას მკურნალობა არ ესაჭიროება, ფეისბუკ-გვერდები კი ყოფილი პრეზიდენტის კადრების, ვიდეოკოლაჟებისა და მიმების გავრცელებით მის არაადეკვატურობაზე ხაზგასმას ცდილობდნენ.

“მითების დეტექტორმა” მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართული 30 ყალბი ანგარიში და 12 ფეისბუკ გვერდი გამოავლინა. ყალბი ანგარიშები კომენტარებს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკოლაჟის, “ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული სიახლისა და ფეისბუკ გვერდის “არ აგარევინებთ” პოსტზე კომენტარების ველში ტოვებდნენ.

ყალბი ანგარიშები

30 ყალბი ანგარიშიდან 25 სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლების იდენტობას იპარავს, 5 კი იდენტობას მალავს;

30-დან 19 ანგარიშს მოწონებული აქვს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ფეისბუკ-გვერდები, მათგან შვიდი პირად პროფილზე აზიარებს პოსტებს ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის ფეისბუკ გვერდებიდან;

30-დან 10 ანგარიშს მოწონებული აქვს ოპონენტების მადისკრედიტირებელი ფეისბუკ-გვერდები;

30-დან 15 ანგარიშს სხვა ტროლები ჰყავს მეგობრებში;

14 ყალბი ანგარიში დისკრედიტაციის კამპანიებში ადრეც იყო ჩართული;

12 ყალბი ანგარიში კომენტარებს სხვადასხვა პოსტზე ტოვებდა.

ფეისბუკ გვერდები:

12 ფეისბუკ-გვერდიდან (პოლიტიკური აბსურდი, პოლიტიკური სამარე N5, ტერენტი გლდანელი, სირცხვილის კოროდორი, მოგიტყანთ მოქალაქეთა კავშირი, არ აგარევინებთ, ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails, რეალობა, სიკვდილის პარტია, მიხეილ უკრაინოლოგი, Shalva ნათელაშვილის სახელობის ფსიქიატრიული კლინიკა)12-ვე ანტიოპოზიციური შინაარსის პოტებს ავრცელებს და “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს;

1 ფეისბუკ გვერდი (სიკვდილის პარტია) ახლადშექმნილია;

4 ფეისბუკ გვერდზე იდენტური ქარდი ერთსა და იმავე დროს გავრცელდა;

ორი ფეისბუკ გვერდის (პოლიტიკური აბსურდი, არ აგარევინებთ) მიერ გავრცელებული პოსტები დასპონსორებულია.

დასპონსორებული პოსტები

აღსანიშნავია, რომ ორი ფეისბუკ გვერდის (პოლიტიკური აბსურდი, არ აგარევინებთ) გამოქვეყნებული პოსტები დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი Ramaz Beridze და Davit Davitashvili არიან მითიტებულები.

წყარო: mythdetector

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S