Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: "ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას"

მამუკა მდინარაძე: "ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას"

21/12/2022 16:09:04 პოლიტიკა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის გამართვამდე ერთი დღით ადრე, მმართველი პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩატარდა.

სხდომის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტი ამ ეტაპზე ვერ შეძლებს სახალხო დამცველის არჩევას.

„ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები [ოპოზიციასთან –რედ]. დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ შედეგი: იმ ხუთი კანდიდატიდან [ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა], რომლებიდანაც შევთავაზეთ, რომ ამოერჩიათ ერთი კანდიდატურა, მხარი დაეჭირათ და ამის შემდეგ შესაძლებელი იყო საერთო კანდიდატზე შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას. გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, რომ საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S