Accentnews.ge
მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას – მაია სანდუ

მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას – მაია სანდუ

21/12/2022 17:12:42 პოლიტიკა

მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მიეცეს , - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ვნერვიულობ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებიდან გამომდინარე სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გამო.

მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ზელენსკის მოწოდებას, ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის დასაცავად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის საშუალება მიეცეს”, - წერს სანდუ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში.

„მინდა, მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ზელენსკიმ 19 დეკემბერს ვიდეომიმართვისას.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S