Accentnews.ge
პარლამენტმა სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და პროფესიული წევრები ვერ აირჩია

პარლამენტმა სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და პროფესიული წევრები ვერ აირჩია

22/12/2022 09:35:56 პოლიტიკა

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება.

ომბუდსმენის პოსტზე განაცხადი სულ 19 პირმა გააკეთა. მათგან საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს უჭერდა. მმართველი გუნდის შეთავაზება კი იყო, რომ პარლამენტს გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: - ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიეღო. საბოლოოდ, უმრავლესობამ არც ერთ კანდიდატს ხმა არ მისცა.

ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: - ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი ბურჯანაძე, სერგო მახარაძე, მარიკა არევაძე, თინათინ ერქვანია, გიორგი მარიამიძე, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან ჩაჩავა, სოფიო დემეტრაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ალექსანდრე კობაიძე, იაგო ხვიჩია, ჯემალ ნათელაშვილი, ლევან კოკორაშვილი, გიორგი ცობეხია, მაკა მინდიაშვილი და ევგენია თავაძე.

პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილნი იყვნენ გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე - ლევან ისაკაძე და ქრისტინე ქაჯაია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S