Accentnews.ge
ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი, სანდუმ თავის პატიმარ პრეზიდენტს მიხედოს - კობახიძე

ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი, სანდუმ თავის პატიმარ პრეზიდენტს მიხედოს - კობახიძე

22/12/2022 10:37:32 პოლიტიკა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრიანის პრეზიდენტის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე "ფასი არ აქვს".

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა მოლდოვის პრეზიდენტის ანალოგიური შინაარსის მოწოდებას და თქვა, რომ "სანდუმ უნდა მიხედოს თავის პატიმარ პრეზიდენტს".

"სანდუს ჰყავს მოლდოვის პრეზიდენტი პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში:

„მინდა, მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

21 დეკემბერს ზელენსკის განცხადებას შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც:

„შეშფოთებული ვარ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გამო, რაც გამოწვეულია მისი პატიმრობის პირობებით. მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნება დართონ ყოფილ პრეზიდენტს, წავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რათა დაცული იქნას მისი ჯანმრთელობა", - წერს ტვიტერის გვერდზე მაია სანდუ.

დღეს, 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S