ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი
22/12/2022 11:37:49 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 22 დეკემბერს გასამართ სასამართლო პროცესთან მიმართებაში. მისი ეს პოზიცია შემთხვევით არ არის დაფიქსირებული. მინდა, ასე მჯეროდეს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით.
მელია ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს საკუთარი როლი გაცნობიერებული აქვს.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიციაც. მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 22 დეკემბერს გასამართ სასამართლო პროცესთან მიმართებაში. მისი ეს პოზიცია შემთხვევით არ არის დაფიქსირებული, მინდა, ასე მჯეროდეს. ვფიქრობ, მას საკუთარი როლი გაცნობიერებული აქვს ამ პროცესში. როდესაც მართლაც მსოფლიო თავისუფლებისთვის მებრძოლი მთავარი სიმბოლო, პრეზიდენტი ზელენსკი საუბრობს იმაზე, რაზეც ის საუბრობდა, მიმართავს ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებას”, რომ მიხეილ სააკაშვილი ან უკრაინას გადასცენ სადაც მას უმკურნალებენ, ან აშშ-ს ან ევროპულ სხვადასხვა სახელმწიფოებს, ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე და შემდეგ, ქალბატონი ზურაბიშვილის სიტყვა და პოზიცია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს", - აცხადებს მელია.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება მიუხედავად იმისა, რას იტყვიან მმართველი გუნდის წევრები.
მელიას ამბობს, რომ თანაგუნდელებისგან, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა აქვთ, კიდევ უფრო მძიმე რეალობის შესახებ სმენია:
„რა თქმა უნდა, მათ მიერ გამოტანილ ცნობებს “ვივამედის” საავადმყოფოდან მთლიანად ვენდობი. ტექნიკური შესაძლებლობები, რომლის მეშვეობითაც დღეს მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წინაშე წარსდგა, უკეთესის იმედს ტოვებს. მერწმუნეთ, აქ მყოფი ნებისმიერი ოპერატორი და მისი კამერა რომ მუშაობდეს დღეს, “ვივამედის” საავადმყოფოში და ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილთან ინტერაქციის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მძიმე სანახავი იქნებოდა. ადამიანი ყოველდღიურად მძიმდება, ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა თქვას კობახიძემ და ივანიშვილმა, რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან ისინი?! ფაქტი არის ჯიუტი და ამ ფაქტების შეფასებაში და კონსტატირებაში გაჯიუტებას ისინი მუდმივად სათავისოდ აპირებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საზოგადოების დიდი ნაწილი აფასებს რეალობას ისე, როგორც აფასებს”.


