Accentnews.ge
სარიუშ-ვოლსკი: "საქართველოს ხელისუფლება ციხეში კლავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს"

სარიუშ-ვოლსკი: "საქართველოს ხელისუფლება ციხეში კლავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს"

22/12/2022 18:02:24 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავს".

ვოლსკის თქმით, "2008 წელს 6 ევროპელი პრეზიდენტი გაბედულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში რუსეთის შეჭრას, მათგან 3-ს მოსკოვის "შორსმიმავალი ძალები" მისწვდნენ - იუშენკო და სააკაშვილი მოწამლეს, კაჩინსკი კი მოკლეს".

"საქართველოს ხელისუფლება ციხეში კლავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

6 ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტი გაბედულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში რუსეთის შეჭრას.

2008 წლის 12 აგვისტო, თბილისი

პრეზიდენტები:

- უკრაინის იუშენკო - მოწამლეს

- პოლონეთის, ლეხ კაჩინსკი - მოკლეს

- სააკაშვილი მოწამლეს

მოსკოვის შორსმიმავალი ძალა“, - წერს სარიუშ-ვოლსკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S