Accentnews.ge
სამადაშვილი: "ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი პუტინსა და თავისუფალ სამყაროს შორის"

სამადაშვილი: "ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი პუტინსა და თავისუფალ სამყაროს შორის"

23/12/2022 09:27:08 პოლიტიკა

პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოუსწორებელი დაზიანება და შესაძლო გარდაცვალება „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა.

მისი თქმით, "პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი პუტინსა და თავისუფალ სამყაროს შორის".

„დღეს უკვე დანამდვილებით იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილისადმი გამიზნული პოლიტიკაა. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოუსწორებელი დაზიანება და შესაძლო გარდაცვალება „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა. ეს არის გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ შეუძლებელი გახადონ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვა პრობლემაა, სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების ვითარებაში, საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ევროკავშირში რაიმე წარმატებას მიაღწიოს. [...] ბიძინა ივანიშვილმა, ალბათ, არჩევანი პუტინის სასარგებლოდ გააკეთა. ამის შედეგს ის მალე იხილავს. არ მაქვს განცდა, რომ აქციებით რაიმე შეიცვლება. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო არჩევანი ვლადიმერ პუტინსა და თავისუფალ სამყაროს შორის. აქცია თუ სჭირდება საქართველოს პრეზიდენტს სწორი არჩევანისთვის, არ ვიცი. მე იმედი მაქვს, რომ მას ეს აქციების გარეშეც ესმის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S