Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით "Free Misha" გაშალეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით "Free Misha" გაშალეს

23/12/2022 10:53:44 პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბანერი გაშალეს წარწერით Free Misha.

სიტყვიერი დაპირისპირება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს მოჰყვა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ოთარ გრიგოლია დაუპირისპირდნენ.

ზვიად კუპრავამ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს „წვერგაპარსული ნაძირალა“ უწოდა, რამაც საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია.

„მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. უზრდელი ხართ და არ მოგეცემათ უფლება, რომ ისაუბროთ“, - მიმართა ოთარ გრიგოლიამ კუპრავას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატებმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს "სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ" მოუწოდეს.

„ამ მდგომარეობაში რომელ პრეზიდენტსაც უნდა ვხედავდე, იგივე პოზიცია მექნებოდა, რომ უნდა გადარჩეს. თხოვნა მექნება პრეზიდენტის მიმართ, ეს ქვეყნის პრობლემაა და უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს ამ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ონიანმა.

დღეს ხმაური იყო ოზურგეთისა და გორის საკრებულოებშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S