Accentnews.ge
სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყებას მოუწოდებს, გაემიჯნოს არესტოვიჩს

სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყებას მოუწოდებს, გაემიჯნოს არესტოვიჩს

23/12/2022 15:03:10 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებებსსერიოზულად არ აღიქვამს, მეორეს მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მას გაემიჯნოს. საუბარია არსეტოვიჩის შეფასებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს.

„ზუსტად ორი დღის წინ ვისაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე და ვთქვი, რომ კარგი განცხადება იყო, მაგრამ რა უნდა გვექნა არისტოვიჩის, პოდოლიაკის და დანილოვის განცხადებებისთვის. არისტოვიჩმა არ დააყოვნა და კიდევ ერთი განცხადება გამოაცხო. დიდი ხანია, არესტოვიჩის განცხადებებს არ ვუსმენთ და სერიოზულად არ აღვიქვამთ, თუმცა კითხვა მექნება უკრაინის საგარეო უწყების მიმართ – რას აკეთებენ ისინი, თვლიან, რომ ეს არის ოფიციალური პირის განცხადება თუ არ არის? თუ არ არის, მაშინ კარგი იქნება, თუ გაემიჯნებიან. თორე, არესტოვიჩის განცხადებაზე პასუხს არ ვაპირებ, რადგან აზრი არ აქვს. ამ განცხადების მიზანია ის, რომ როგორმე, ჩვენ, „ქართული ოცნება“, ქართული სახელმწიფო დააზიანონ. თუ ფიქრობენ, რომ ამით სააკაშვილს დაეხმარებიან, ძალიან ცდებიან. მგონი, მას დათვურ სამსახურს უწევენ“, – განაცხადა სამხარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S