Accentnews.ge
დეგნანი – სააკაშვილზე: „დიდი შეშფოთებით ვადენებთ თვალს, მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს“

დეგნანი – სააკაშვილზე: „დიდი შეშფოთებით ვადენებთ თვალს, მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს“

23/12/2022 15:42:14 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავირებით გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესები შეუფერხებლად წარიმართოს.

„დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადენებთ თვალს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. ასევე მნიშვნელოვანია და ხელისუფლების მოვალეობაა, რომ მან [სააკაშვილმა] მიიღოს სათანადო სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბევრმა გააკეთა განცხადება ამის შესახებ, მათ შორის სახალხო დამცველმა, რომ მას სჭირდება სათანადო სამედიცინო დახმარება. სწორედ ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროესზე. ამიტომ, პროცესი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს და არ შეყოვნდეს“,– განაცხადა ელჩმა.

სასამარტლო ადვოკატების სარჩელის საფუძველზე განიხილავს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S