Accentnews.ge
პრემიერი – ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ

პრემიერი – ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ

26/12/2022 07:31:53 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა უკრაინაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„მოგესალმებით პატივცემულო ელჩებო, პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობის, პარლამენტის წევრებო. ჩემთვის დიდი დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა. მინდა, ყველს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. ვიცი, ძალიან მძიმე შრომა გიწევთ, მით უმეტეს ამდენი გამოწვევებით აღსავსე რეალობაში. ახალ ვითარებაში, ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს განსხვავებული მიდგომების გამოყენება.

მინდა, რამდენიმე სიტყვით შევაჯამო წლევანდელი წელი. მთელი წლის მთავარი მოვლენა და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა იყო უკრაინის ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც რეალურად, თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. რა თქმა უნდა, მინდა, დავეთანხმო მინისტრს, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო, პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მადლობა ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ყველასთვის ძალიან დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები, ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს. ბუნებრივია, ამ ომს, მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება. ესაა ჩვენი სურვილი. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მათი სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ მეგობრებს, პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს. ომის დაწყების დღიდან, ჩვენ პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე ხმამაღლა დავუჭირეთ მხარი უკრაინას, შევუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას. ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S