Accentnews.ge
ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ ესწრება: "პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს"

ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ ესწრება: "პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს"

26/12/2022 08:16:06 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, — აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ელჩების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S